|
ნავსადგურის თასზე საზაფხულო ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა ივნისის ბოლო კვირას „ნავსადგურის თასის პირველობისთვის“ მინი-ფეხბურთში ვაჟთა შორის ტურნირი გაიმართა, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა. ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სხვადასხვა სამსახურებისა და მოიჯარე კომპანიების გუნდები ხვდებოდნენ. ერთკვირიანი ტურნირი ხალისიან და აზარტულ ვითარებაში მიმდინარეობდა და დასკვნითი დღე დაჯილდოებით დასრულდა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა რონი სააბმა საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ნავსადგურის თასები გადასცა: III ადგილი - პორტის ადმინისტრაციის გუნდს ხვდა წილად , II ადგილზე ენერგეტიკის სამსახური გავიდა, ხოლო I ადგილი „პრომეტკო ჯორჯიას“ გუნდმა დაიკავა. ამავე ტურნირის ფარგლებში ჩატარდა საჩვენებელი მატჩი ქალთა მინი-ფეხბურთში, რომელიც სამმართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირში გამოვლენილი საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა გუნდებიდან ფულადი პრემიით 100-100 ლარით დაჯილდოვდა. | |
|
| |
|
| |
|
|
|




























